კერძოდ, დღეისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების (მ.შ.: მარიხუანას) განმეორებით მოხმარება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, ხოლო, იმავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ აღნიშნული ადამიანი ინახავს მარიხუანას გარკვეული ოდენობას, იგი შესაძლოა დაისაჯოს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ეს ხდება მაშინ, როდესაც იმავე კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად აღელვების ნიადაგზე განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე.
No comments:
Post a Comment